Call: (+995) 551 318822 | Email: info@webseo.ge
ლოგოს დამზადებისას - ჩვენთვის ყოველი კლიენტი უნიკალურია და ყოველ შეკვეთას უდგებით ინდივიდუალურად, როგორც ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტს. ვახორციელებთ "Brainstorm"-ს, ვითვალისწინებთ თანამედროვე მეთოდებს და ხედვებს ლოგოს პრინციპების და წესების შესახებ. ჩვენ შევქმნით უნიკალურ, წარმატებულ ლოგოს თქვენი კომპანიისთვის.
ჩვენ ვუპასუხებთ ყველა თქვენთვის საინტერესო კითხვას, გავივლით თქვენი საქმიანობის ასპექტყებს და სპეციფიკას კონცეფციის უკედ შემუშავებისთვის, ჩავინიშნავთ თქვენს მოსაზრებებს და სურვილებს ლოგოს დეტალებთან და დიზაინთან მიმართებაში, შევაგროვებთ სრულად იმ ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც და რაზე დაყრდნობითაც უნდა დავიწყოთ თქვენ ლოგოზე მუშაობა;
3-დან 6 სამუშაო დღის შემდეგ თქვენ მიიღებთ ლოგოს 2, 4 ან 6 სხვადასხვა ვარიანტს. თითოეული ვერსიას თან დართული ექნება ლოგოს აღწერილობა, დიზაინის და სტილის კონცეფცია და მინი პრეზენტაცია ჩატარებული სამუშაოს შესაბამისად.
წარმოდგენილ ვარიანტებში, თქვენ აირჩევთ ლოგოს თქვენთვის სასურველ ვერსიას, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონებათ და რომელშიც ასახული იქნება თქვენი საქმიანობის და თქვენი ხედვის პრინციპები.
კონცეფციის და ლოგოს დამტკიცების შემდეგ, ხდება ანგარიშსწორება. თქვენ ღებულობთ ჩვენს მიერ შექმნილ ყველა ორიგინალურ ფაილს: ძირითადი - ვექტორული წყარო, დამატებითი - რასტრული გრაფიკა, ლოგოს განსხვავებული ზომები (5-6 ზომა თქვენი საჭიროებისამებრ) სხვა და სხვა დანიშნულებისთვის (ვებ-გვერდისთვის, სატიტულო ბლანკისთვის, მაისურისთვის და ა.შ.);
ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ყველაზე საინტერესო გადაწყვეტილებებს: ჩვენ ვიყენებთ განსხვავებული იდეების სინთეზს და შედეგად როგორც წესი ვიღებთ ეფექტურ, საინტერესო, დამახსოვრებად ლოგოს.