SEO ოპტიმიზაცია

A Short Page Title Tagline

შეკვეთის ფორმა

საძიებო ოპტიმიზაცია (SEO)

რა არის SEO (Search Engine Optimization)?
Image

საძიებო ოპტიმიზაცია (SEO) - არის საიტის ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებისთვის. მომხმარებელი, როდესაც საძიებო სისტემაში ახორციელებს ძიებას, უკვე დაინტერესებულია პროდუქტით ან/და მომსახურებით. საძიებო სისტემაში შესვლისას მას უკვე სურს შეიძინოს პროდუქტი ან შეუკვეთოს მომსახურება. საძიებო სისტემა, გარკვეული კრიტერიუმებით განსაზღვრავს თუ რომელი ვებ გვერდი, ვებ რესურსი უნდა გამოიტანოს საძიებო შედეგების თავში და რა თანმიმდევრობით უნდა დალაგდეს ძიების შედეგები: პირველი ადგილზე არის საიტი, რომელიც ყველაზე მეტად პასუხობს მომხმარებელთა მოთხოვნილებებსა და სურვილებს. SEO-ს დანერგვის შედეგად ხდება საიტის პოზიციის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება საძიებო სისტემაში. საიტის ოპტიმიზაციისა და რეკლამის სხვა სახეობებს შორის ძირითადი განსხვავებაა - საიტის კონტენტის სწორად წარმოჩენა, ბმულების ალგორითმის ეფექტური დანერგვა და მომხმარებლების მოზიდვის დაბალი ღირებულება

რატომ ჩვენ?

ის ფაქტი, რომ თქვენ ამ გვერძე მოხვდით - უკვე გულისხმობს ჩვენს მიერ შემუშავებული ალგორითმების და SEO ოპტიმიზაციის ეფექტურობას და შედეგიანობას. ჩვენს მიერ ოპტიმიზირებული თქვენი ვებ გვერდი, ასეთივე წარმატებული და ნახვადი იქნება ვებ სივრცეში და მოახდენს თქვენი მომსახურებით და პროდუქტით დაინტერესებული მომხმარებლების ეფექტურ მოზიდვას. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენ საიტების ოპტიმიზაციას საძიებო სისტემებისათვის ვახორციელებთ 5 წელზე მეტია და გვაქვს შედეგად არაერთი წარმატებული პროექტი. ჩვენი საქმიანობის ძირითადი ამოცანაა - საძიებო ოპტიმიზაციის გამოყენებით კლიენტის საიტის ეფექტურ ბიზნეს ინსტრუმენტად ქცევა, რომელიც მარკეტინგის ამოცანებს გადაწყვეტს და შეამცირებს დანახარჯებს რეკლამირებაზე. ჩვენ ვუზრუნველყოფთ თქვენი საიტის სტაბილურ და დროში მზარდ შედეგს (ეს არ გულისხმობს "შავი" და "ნაცრისფერი" მეთოდების გამოყენებას). ჩვენ ვიზრუნებთ თქვენი საიტის იმიჯსა და უსაფრთხოებაზე. ჩვენს მიერ დანერგილი SEO არ გამოიწვევს საიტზე სანქციების დაწესებას საძიებო სისტემების მხრიდან, რაც ძალზე მნიშვნელოვანია დღეს არსებულ მეთოდებს შორის.

რას ვაკეთებთ?

საძიებო სისტემების ვებ-ოპტიმიზაცია შედგება რამდენიმე ეტაპისგან:
მოთხოვნების შერჩევა: თქვენი პოტენციური მომხმარებლების მოთხოვნების შესწავლა Google და სხვა საძიებო სისტემების სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით, სტატისტიკის საფუძველზე ყველაზე ეფექტური და სწორი სემანტიკის შერჩევაზე, რათა დაინტერესებულ მომხმარებელთა/კლიენტთა მაქსიმალური რაოდენობა შევიდეს თქვენ საიტზე.
საიტის რეიტინგის გაუმჯობესება: ინტერნეტში ჩვენ განვათავსებთ ტექსტებსა და ბმულებს ისე, რომ საძიებო სისტემების თვალსაზრისით მოხდეს თქვენი საიტის საიმედოობის გაზრდა და საძიებო შედეგების გაუმჯობესება.
კონსულტირება: საიტის ანალიზზე დაყრდნობით, ჩვენ მოვამზადებთ რეკომენდაციების ჩამონათვალს საიტზე განთავსებულ ტექსტების პოპულარიზაციისთვის.
საიტის ტრაფიკის ანალიზი: ჩვენ გავაანალიზებთ იმ საძიებო სიტყვებს და ფრაზებს, რომლის მეშვეობითაც კვლიენტი მოხვდა თქვენს საიტზე, გავაკეთებთ გამიჯვნას "ძლიერი", "საშუალო" და "სუსტი" ფრაზებს შორის და მოვახდენთ ამ ბირთვის ინტეგრაციას თქვენ საიტზე. ამით კიდე უფრო დაიხვეწება და მეტად ეფექტური გახდება თქვენი საიტის სემანტიკური ბირთვი.

მომსახურებაში შედის:
  • საიტისთვის უნიკალური სემანტიკური ბირთვის შექმნა;
  • მოთხოვნების შერჩევა;
  • საიტის რეიტინგის გაუმჯობესება;
  • კონსულტირება;
  • საიტის ტრაფიკის ანალიზი;
  • ბმულების ოპტიმიზაცია;

რა ღირს?

თითოეული საძიებო სისტემისა და საგნის საძიებო ოპტიმიზაციის ღირებულება ინდივიდუალურია და განისაზღვრება საქმიანობის სფეროს და სპეციფიკის მიხედვით. ყველა კლიენტისთვის SEO ოპტიმიზაცია ხდება ინდივიდუალური მიდგომით.